II ა კლასი

პროექტი "ადამიანი ბუნების გვირგვინია"






















შეხვედრა N1
მინი ლექცია „დედამიწა ჩვენი საერთო სახლია“  
  •  რა ზიანს აყენებს ადამიანი თავისი დაუდევრობით  გარემოს?
  • როგორ ვუშველოთ დაბინძურებულ გარემოს?
  • მოსწავლეებმა მოისმინეს  პატარა ჩიტის მონათხრობი, თუ როგორი მოწყენილია დედამიწა დაბინძურების გამო. შეავსეს გონებრივი იერიში რუკა-რა არის ეკოლოგია, მოსწავლეებმა შეძლეს ჩამოთვლა ეკოლოგიის გამომწვევი მიზეზებისა.
  • პრეზენტაციის ჩვენება/განხილვა „დავიცვათ გარემო“.პრეზენტაცია "დავიცვათ გარემო

  • დახატეს გამაფრთხილებელი ბანერები,თუ როგორ გავუფრთხილდეთ ბუნებას























შეხვედრა N2
  • ვზრუნავთ თუ არა გარემოს სისუფთავეზე? 
  • როგორ შეუძლია ადამიანს ზეგავლენა მოახდინოს გარემოზე?

პრეზენტაციის ჩვენება/განხილვა “ნაგავი ჩვენ გარშემო“

ანიმაციური ფილმის ჩვენება ბოცო და გვანცა

მოიძიეს ინფორმაცია გადაშენების პირას მყოფი ფრინველებისა და ცხოველების შესახებ.


















შეხვედრა N3

  • ვუფრთხილდებით თუ არა ბუნებას?

გავეცანით რ. ინანიშვილის მოთხრობას „მუხა“. ტექსტი წავიკითხეთ  პაუზებით, პაუზებს შორის დაისვა კითხვები .ვიმუშავებთ ტექსტის გაგება/გააზრებაზე.

რა მოხდა მოთხრობაში?

რა გრძნობა დაეუფლათ ტექსტის წაკითხვის შემდეგ?

იმუშავეს სქემაზე "დახატე და აღწერე"



































შეხვედრა N4
გავაგრძელეთ მუშაობა რ. ინანიშვილის მოთხრობა „მუხა“-ზე

  • რა არის ამ ტექსტში მთავარი?
  • როგორ შეაფასებენ პერსონაჟის საქციელს?
  • როგორია მუხის სულიერი მდგომარეობა, განცდები, გრძნობები ?
  • რას ურჩევდნენ პერსონაჟებს? 
  • თვითონ როგორ მოიქცეოდნენ? რატომ? 
  • რა ისწავლეს ამ ტექსტიდან, რისი თქმა სურს ამით ავტორს? 
მონადირეს მივწერეთ წერილი






















შეხვედრა N5
შევაჯამეთ მოთხრობა " მუხა",შეჯამებისას ყურადღება გამახვილდა იმაზე, რომ ჩვენ უფლება გვაქვს ვიცხოვროთ სუფთა გარემოში, არ უნდა გავჩეხოთ ტყე, არ უნდა დავანაგვიანოთ გარემო და გავუფრთხილდეთ ბუნებას.
მოსწავლეებმა იმუშავეს სქემებზე "ყველაზე მკაფიო შთაბეჭდილება" და"მოთხრობის რუკა"









შეხვედრა N6
პროოექტის დასკვნით შხვედრაზე კიდევ ერთხელ ვისაუბრეთ  გარემოს და ზოგადად ბუნების დაცვაზე,რატომ არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ჯანსაღ გარემოში ცხოვრება და რატომ უნდა გავუფრთხილდეთ ბუნებას,რა უფლებები გვაქვს და რა მოვალეობები მის წინაშე.იმუშავეს კომპლექსურ დვალებაზე.

No comments:

Post a Comment

სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობისათვის მეტად მნიშვნელოვანია დემოკრატიული ღირებულებებისა და კულტურის მქონე თაობის აღზრდა, რომელსაც კარგად ე...